მთავარისიახლეებივერ წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნების მომტანია ამ დეპრესიულ საკანში თქვენი ომახიანი ხმების გაგონება...

ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნების მომტანია ამ დეპრესიულ საკანში თქვენი ომახიანი ხმების გაგონება – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვას მხარდამჭერებისადმი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებს მიმართავს:

“ჩემო ძვირფასებო,

ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნების მომტანია ამ დეპრესიულ საკანში (შიმშილობის თვლა , დავკარგე რომელ დღეზე) თქვენი ომახიანი ხმების გაგონება და ტელევიზორში იმის დანახვა, რომ საქართველომ როგორც იქნა გაიღვიძა და ძალიან მძლავრ შეტევას ახორციელებს ქურდბაცაცათა კლეპტოკრატიულ რეჟიმზე.

გამომსვლელის ნაწილი, წარსულში ბევრ რაღაცაზე არ მეთანხმებოდა და ახლა, განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ადამიანური მიდგომა და მოქალაქეობრივი პოზიცია.

მიყვარხართ ყველანი! თქვენი იმედი და ჩემს ხალხში რწმენა მიხანგრძლივებს სიცოცხლეს.”

მიხეილ სააკაშვილი,

4 ნოემბერი, 2021 წელი”

მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად მისი მხარდამჭერები, თანაგუნდელები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გუშინ მე-12 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.

პარალელურად აქციები ტარდება ყოველდღიურად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებშიც.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...