მთავარისიახლეები53 გარდაცვლილი და 5 206 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა

53 გარდაცვლილი და 5 206 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა

Published on

საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 53 ადამიანი, 4 648 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 615 კვლევა, აქედან 32 423 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 16 192​ ​PCR-ით. 3 ნოემბერს აიცრა 3 469 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,71%-ია, ბოლო 14 დღის – 9,34%-ია, 7 დღის – 9,77%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 1 885 შემთხვევა;
აჭარა – 193;
იმერეთი – 979;
ქვემო ქართლი – 360;
შიდა ქართლი – 428;
გურია – 142;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378;
კახეთი – 530;
მცხეთა-მთიანეთი – 118;
სამცხე-ჯავახეთი – 157;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 619 აქტიური შემთხვევაა. 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 553, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 429. მძიმე პაციენტია 1 640 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 132, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პირი, მათგან თბილისში – 186, აჭარაში – 40, იმერეთში – 31. 1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 232 – აჭარაში.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 738 171 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 678 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 238 კი გარდაიცვალა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...