მთავარისიახლეებირუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

Published on

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები რუსთავის ციხესთან დღესაც შეიკრიბებიან. პროტესტი პენიტენციურ დაწესებულებასთან 18:00 საათზეა დაანონსებული.

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ამბობენ, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მტავარი მოთხოვნები არ შესრულდება.

დღევანდელი აქცია, ხვალინდელი აქცია, ზეგინდელი აქცია იქნება პერმანენტული, რეგიონებს მოვიცავთ და ხალხი გამოვა ქუჩაში. ეს ხალხი არის თავისი ნებით, უფულოდ, დაუფინანსებლად, დახმარების გარეშე ქუჩაში გამოსული. ესენი არ არიან „ქართული ოცნების“ მხარამჭერები, რომლებიც 50 ლარად გამოდიან პროტესტის გამოსახატავად. უბრალოდ ვერ ჩერდებიან სახლში, იმიტომ, რომ მათ წაართვეს ხმა, მათ წაართვეს ჯანმრთელობის უფლება, მათ წაართვეს ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და სთავაზობენ კომბოსტოს მკრეფავებად წასვლას უცხოეთში. აი, ამას აპროტესტებს და მიშა სააკაშვილი არის სიმბოლო ამ წინააღმდეგობის უსამართლობისადმი, რაც ხდება, – თქვა ჩალაძემ.

რუსთავის მე-12 პენიტენიცურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 34 დღეა შიმშილობს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...