მთავარისიახლეები"ძველი წყენები დავივიწყეთ" - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

“ძველი წყენები დავივიწყეთ” – ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

Published on

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ მისი ადვოკატები გიორგი გელბახიანი და ბექა ბასილაია მივიდნენ. მათთან ერთად მესამე პრეზიდენტს საპატიმროში უფლებადაცველი ვალერი გელბახიანიც მოინახულებს.

ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ძველი წყენები დაივიწყა და ახლა მიხეილ სააკაშვილს გვერდში, პირველ რიგში, ადამიანურად უდგას. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებებიც დაიცვას.

მე მასთან ვიდრე დააპატიმრებდნენ რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ჩვენ ძველი წყენები დავივიწყეთ. ახლა ძალიან მძმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან და მათ შორის, მე ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე, – ამბობს გელბახიანი.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს არის ჩანიშნული, თუმცა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლო პროცესი დისტანციუირად გაიმართოს და მსჯავრდებული პროცესზე არ მიიყვანონ. უფლებადაცველები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში გაადწყვეტილებას გააპროტესტებენ.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...