პერფორმანსი ზუგდიდის მერიაში – პარტია “დროას” წარმომადგენელმა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას ე.წ. “ნახვაწა” და ნაქურჩალის “ქოხი” მიუტანა.
მარიამ სიჭინავას სურდა “საჩუქარი” მისთვის პირადად გადაეცა და შინაარსიც აეხსნა, თუმცა ამის საშუალება მას დაცვის პოლიციამ არ მისცა. “დროას” წარმომადგენლემა “საჩუქარი” კანცელარიაში დატოვა.
ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდში 20:00 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშავნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.