მთავარისიახლეები49 გარდაცვლილი და 6 024 ახალი შემთხვევა - განახლებული კოვიდსტატისტიკა

49 გარდაცვლილი და 6 024 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა

Published on

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 818 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 58 291 კვლევა, აქედან 36 465 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 826​ ​PCR-ით. 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,33%-ია, ბოლო 14 დღის – 9,13%-ია, 7 დღის – 9,46%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 2 237 შემთხვევა;
აჭარა – 229;
იმერეთი – 1 148;
ქვემო ქართლი – 417;
შიდა ქართლი – 508;
გურია – 183;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401;
კახეთი – 553;
მცხეთა-მთიანეთი – 124;
სამცხე-ჯავახეთი – 163;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 114 აქტიური შემთხვევაა. 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 490, აჭარაში – 529, იმერეთში – 1 413. მძიმე პაციენტია 1 588 პირი, მათ შორის, თბილისში – 600, აჭარაში – 109, იმერეთში – 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 40, იმერეთში – 33. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 – თბილისში, 206 – აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 732 965 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 673 640 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 185 კი გარდაიცვალა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...