მთავარისიახლეებიცესკო-ს გადაწყვეტილებით, წალენჯიხის ოლქის მე-7 და მე-10 უბნებს ხელახლა გადაითვლიან

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, წალენჯიხის ოლქის მე-7 და მე-10 უბნებს ხელახლა გადაითვლიან

Published on

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, წალენჯიხის ოლქის მე-7 და მე-10 უბნებს ხელახლა გადაითვლიან, მიზეზი კი კამერებზე ჩანაწერების ხარვეზით დაფიქსირებაა.

წალენჯიხა ერთადერთი ოლქია სადაც ხელისუფლება დამარცხდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ფირი შეგნებულად დააზიანეს.

“ვერ ეგუებიან ამ ერთ რაიონში დამარცხებას და ყველაფერს აკეთებენ, რათა გადათვლის გზით რაღაც ზემოქმედება მოახდინონ შედეგზე. დღეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, თითქოს და ჩაწერა არის ხარვეზიანი მიმდინარეობს მე-7 და მე-10 უბნების გადათვლა. გუშინ ლოტოტრონი როგორც საარჩევნო მექანიზმი გაყალბების მექანიზმად ჩამოყალიბდა, რადგან 29 უბნიდან ორი ის უბანი ამოვიდა მაინც და მაინც, სადაც ხელისუფლება აგებს არჩევნებს მცირედი სხვაობით”, – თქვა მერმა, გიორგი ხარჩილავამ.

მანვე აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ მოხდება მხოლოდ ერთი რაიონიდან, არამედ ეს იქნება ქართველი საზოგადოების “აზვირთება” წალენჯიხიდან.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...