მთავარისიახლეებისანამ საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით - ეკა ხერხეულიძე მიხეილ...

სანამ საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, მესამე პრეზიდენტი თვლის, რომ მანდატების დატოვებაზე მისი განცხადება სწორი იყო, თუმცა ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად უნდა მიიღონ.

ხერხეულიძის თქმით, ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს შორის განსხვავება არ არსებობს, ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან.

“მისი პოზიცია დღეს გასაჟღერებლად რაც მთხოვა საზოგადოებისთვის მეცნობებინა, გახლავთ შემდეგი, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ის იგივენაირად ფიქრობს, რომ გუშინდელი პოზიცია მისი გახლავთ სწორი, რომ მისმა ფრაქციამ, ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას, მორალურადაც და სამართლებრივადაც კარგი იქნება, დატოვოს პარლამენტი. მაგრამ, ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს, ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი, და ახლა გამოვედი, ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმის, რომ მე მაქვს მანდატი საქართველოს პარლამენტის და დეპუტატის. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს ამაში, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება გზა კომუნიკაციის.

ასევე, მეორე საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ – ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ ეს ჩასატარებელი გვაქვს, გადასატანი გვაქვს ეს დღეები. აქედან გამომდინარე, ის რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ, ეს ასე იქნება”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა “ლელოს” ფრაქციას, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...