მთავარიUncategorizedფრაქცია ლელო პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

ფრაქცია ლელო პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

Published on

ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს. როგორც ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ფრაქცია წყვეტს მუშაობას პლენარულის სხდომების ფარგლებში, სანამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.

“მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისად ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დრეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 33-ე დღეა ციხეში შიმშილობს.

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

გარდა ამისა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ისინი არაერთ დარღვევაზე მიუთითებენ, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს ენმ-ს წევრებმა: ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ და ნონა მამულაშვილმა.

მანამდე, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...