მთავარისიახლეები"მოვუწოდე საქართველოს ხელისუფელბას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს" - ლუდმილმა...

“მოვუწოდე საქართველოს ხელისუფელბას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს” – ლუდმილმა დენისოვა

Published on

“მოვუწოდე საქართველოს ხელისუფელბას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს” – ეს განცხადება უკრაინის სახალხო დამცველმა, საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრის შემდეგ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

ცნობილია, რომ ლუდმილმა დენისოვამ ელჩთან შეხვედრაზე, ქართველი მესაზღვრეების მიერ უკრაინელი მოქალაქეების ქვეყანაში არშეშვების, იძულებით უკან გაბრუნების და ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

“შეშფოთება გამოვთქვი 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში შემოსული საჩივრების, მათ შორის ქართველი მესაზღვრეები მიერ უკრაინელი მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვების, ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის და უკრაინაში იძულებით დაბრუნების ფაქტებზეც. 26 ოქტომბერს მსგავს ვითარებაში მეც აღმოვჩნი. უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ვიზიტის დროს ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 40-წუთიანი დაგვიანებით შემიშვეს. რატომ არ გაითვალისწინა ქართულმა მხარემ ჩემი დიპლომატიური პასპორტი – საქართველოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ახსნა-განმარტება ვერ მივიღე.

აღსანიშნავია, რომ ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, ჟურნალისტები დიმიტრი გორდონი და ოეცია ბაცმანიც.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ, რომელიც 32 დღეა შიმშილობს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდე, რომ მისი სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ და შესაბამისი სამედიცინო დამხარება გაუწიონ”, – წერს დენისოვა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...