მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ხაბეიშვილი მანდატის დატოვებაზეც მზაობას გამოთქვამს, მაგრამ პარტიის საბოლოო, გუნდურ გადაწყვეტილებას ელოდება

ლევან ხაბეიშვილი მანდატის დატოვებაზეც მზაობას გამოთქვამს, მაგრამ პარტიის საბოლოო, გუნდურ გადაწყვეტილებას ელოდება

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მოწოდებას ეთანხმება და მანდატის დატოვებაზეც მზაობას გამოთქვამს, თუმცა ამბობს, რომ  პარტიის საბოლოო, გუნდურ გადაწყვეტილებას ელოდება.

,, წარმოუდგენლად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება არ გავიზიარო, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ის ტყვეობაშია, საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რისკავს და 32 დღეა შიმშილობს.

ამასობაში, მინდა მოვეფერო ჩემს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური. უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არა მარტო მანდატთან დაკავშირებით. მთავარი მანდატი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხის სიყვარული.

ჩვენი სამშობლოს გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარზე – თავისუფლება უკანონოდ დატყვევებულ მესამე პრეზიდენტსყველა ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, აქცია, ბრძოლა დაუკავშირდება, უსამართლობასთან არ შეგუებას, მიშას თავისუფლებას. #თავისუფლება მიშას” – წერს ლევან ხაბეიშვილი.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...