მთავარისიახლეებიიმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს დააკვირდება ეუთო/ოდირის მისია - ხატია დეკანოიძე

იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს დააკვირდება ეუთო/ოდირის მისია – ხატია დეკანოიძე

Published on

ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ფეისბუქზე წერს, რომ გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესს ეუთო/ოდირის მისი დააკვირდება.

ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან ძალის გამოყენებით დააკავეს. პოლიციელებმა ის მანქანიდან გადაათრიეს. პარტიის ინფორმაციით, ის სუს-ის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას აპროტესტებდა, ვისაც ქუთაისში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.

პრესკონფერენციაზე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმედია კლდიაშვილს უკანონობა არ ჩაუდენია, მაგრამ სუს-მა კანონის დარღვევით დააკავეს ის და რამდენიმე საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა ის.

“დღეს არის უკვე ჩანიშნული სასამართლო და ეს სასამართლო იქნება ზუსტად ისე, რა დავალებასაც მიიღებს ის სუს-დან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. არაფერი გარდა უხმო პროტესტისა იმედას არ ჩაუდენია”, – თქვა დეკანოიძემ.

სიახლეები

ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს."ვერც...

თეთრი სახლი უარყოფს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან კავშირს

თეთრი სახლი უარყოფს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან კავშირს - ამის შესახებ ინფორმაციას Axios აშშ-ის პრეზიდენტის...

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...