მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩაატარეთ ვადამდელი არჩევნები, ნუ ეთამაშებით ცეცხლს!” – “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე...

,,ჩაატარეთ ვადამდელი არჩევნები, ნუ ეთამაშებით ცეცხლს!” – “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას მიმართავს

Published on

სუპერმარკეტების ქსელის “ფრესკოს” დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძევიდეო-მიმართვას ავრცელებს.

ბიზნესმენი ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

“ძალიან გამაკვირვეთ “ქართულმა ოცნებამ”, პირველად ვერ ამოვიცანი რა მოხდებოდა, მეგონა, საერთოდ არცერთ ოლქს არ დათმობდით. რაც ხელისუფლებაში მოხვედით, მას შემდეგ ვამბობ რაც მოხდება, არა იმიტომ რომ წინასწარმეტყველი ვარ, არა. იმიტომ რომ ძალიან ბიზნესურად უდგებით ხელისუფლების შენარჩუნების საქმეს, ამიტომ თქვენი ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. მეგონა, რომ ყველგან მოიგებდით და არც ერთ უბანს არ დათმობდით, მოიგებდით მოსყიდვებით და იმ სიბინძურით რასაც აკეთებთ.

სამეგრელოსთვის ალბათ რაღაც პატარა ძვალი მონახეთ რომ გადაგეგდოთ და ამით მაინც შეგენარჩუნებინათ დემოკრატიის სახე. არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ჩემი კოლეგებისათვის, თანამშრომლებისა და ათასობით ადამიანისთვის მეთქვა, ვისთვის მიეცათ ხმა, რადგან არც მე არ ვარ მწყემსი და არც მათ ვთვლი ცხვრებად.

ყველამ თავისი არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ცხვრებზე გამახსენდა, ძალიან კარგად ასვენებენ მთაში, კარგად ეპყრობიან და იცავენ, რომ მგელმა არ მოიტაცოს, მერე პარსავენ, მერე სამწვადედ იყენებენ.

ზოგიერთი ცხვრის გასაგონად, სანამ ცოცხლად არიან ცხვრები, ჭამენ და სვამენ მაინც და კურორტზე არიან მთაში. ორი გზა გაქვთ, ერთი – ზუსტად ვიცი, რისი გაკეთებაც გინდათ, ვერ მოიგებთ ვერც ერთ არჩევნებს და ეს თქვენ იცით, ამიტომ ახლა დაიწყებთ ტერორს, ოპოზიციონერების ციხეში ჩასმას და ტელევიზიების დახურვას ან მეორე გზაა – არჩევნების დანიშვნის, ჩაატარეთ არჩევნები, ნუ ეთამაშებით ცეცხლს”, – აცხადებს სოფრომაძე.

წყარო: ,,ბანკები და ფინანსები”

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...