მთავარისიახლეები47 გარდაცვლილი და 5 553 ახალი შემთხვევა - 2 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

47 გარდაცვლილი და 5 553 ახალი შემთხვევა – 2 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

Published on

საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 47 ადამიანი, 4 223 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 901 კვლევა, აქედან 36 630 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 271​ ​PCR-ით. 1 ნოემბერს აიცრა 3 369 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 11.36%-ია, ბოლო 14 დღის – 9.02%-ია, 7 დღის – 9.06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 1 794 შემთხვევა;
აჭარა – 149;
იმერეთი – 1 189;
ქვემო ქართლი – 317;
შიდა ქართლი – 512;
გურია – 132;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448;
კახეთი – 657;
მცხეთა-მთიანეთი – 149;
სამცხე-ჯავახეთი – 123;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 46 957 აქტიური შემთხვევაა. 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 475, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 398. მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 591, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 37, იმერეთში – 32.

1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 – თბილისში, 205 – აჭარაში. 39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 726 941 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 669 822 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 136 კი გარდაიცვალა.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....