მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საქართველოს ელჩს კითხვები დაუსვეს

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საქართველოს ელჩს კითხვები დაუსვეს

Published on

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლიუდმილა დენისოვამ, საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

ჩემი ინიციატივით მივიღე უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.

გამოვთქვი შეშფოთება, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩომ მიიღო არაერთი განცხადება უკრაინის მოქალაქეებისგან საქართველოში შემოსვლისას საზღვრის კონტროლის პროცედურის ხანგრძლივ გავლასა და უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით დაბრუნების შესახებ.

მე პირადად გამოვცადე ჩემ თავზე 26 ოქტომბერს, საქართველოში შესვლის დროს, ვიზიტის მიზეზი იყო უკრაინის მოქალაქის ამასთანავე – უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოსანახულებლად.

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება მომცეს მხოლოდ 40 წუთიანი დაგვიანების შემდეგ. ამასთან, სასაზღვრო კონტროლის სამსახურს არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუცია და არ გაითვალისწინა, რომ დიპლომატიური პასპორტი მქონდა.

ასევე საქართველოს მხარემ განმარტებების გარეშე არ მისცა უფლება ქვეყანაში შემოსვლის უკრაინის მოქალაქეებს, ადვოკატ ევგენი გრუშოვცს, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია გურაბაშს, ჟურნალისტებს დიმიტრი გორდონს და ოლესია ბაცმანს. მათ დოკუმენტები მხოლოდ თვითმფრინავში დაუბრუნეს უკან დაბრუნების დროს.

ხაზი გავუსვი, რომ ველოდები ახსნა განმარტებას საქართველოს ხელისუფლებისაგანმ იხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 32 დღე შიმშილობს. მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, რომ აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება და გააკეთონ ყველაფერი ისე რომ უკრაინის მოქალაქის ყველა უფლება დაცული იყოს-სიცოცხლის უფლება!

უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დამპირდა რომ ჩემს საუბარს და უკმაყოფილებას განიხილავს საქართველოს მთავრობასთან და მოგვაწოდებს ახსნა განმარტებას მოცემულ კითხვებზე

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...