მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ცოცხალი სააკაშვილი სჭირდება ქვეყანას, შეწყვიტე შიმშილობა" - თაკო ჩარკვიანის მიმართვა ექსპრეზიდენტს

“ცოცხალი სააკაშვილი სჭირდება ქვეყანას, შეწყვიტე შიმშილობა” – თაკო ჩარკვიანის მიმართვა ექსპრეზიდენტს

Published on

“ცოცხალი სააკაშვილი სჭირდება ქვეყანას, შეწყვიტე შიმშილობა” – ,,კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის მოლოდინში რუსთავის მე-12-ე დაწესებულებასთან იმყოფება.

,,მე ვთვლი, რომ მან აქ ჩამოსვლითა და შიმშილობით უდიდესი პოლიტიკური აქტი ჩაატარა. მისი სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია სამომავლო ბრძოლისთვის, რომ ვფიქრობ, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა.

“მან თავის საქმე, როგორც ლიდერმა, თავად იცის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახლა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლისთვის , რომელიც ზუსტად ახლა იწყება. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ეს ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ ერთად.  დღეს რუსეთ საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

გამომდინარე მისი პიროვნებიდან, ვთვლი, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ მე მინდა, ჩემი პოზიცია ავუხსნა” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი ადვოკატები იმყოფებიან.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...