მთავარისიახლეებიპოლიტიკარამდენიმე წლის შემდეგ მწარედ ინანებთ, რომ სააკაშვილის რეფორმები წყალს გაატანეთ ყველაფერი იმ...

რამდენიმე წლის შემდეგ მწარედ ინანებთ, რომ სააკაშვილის რეფორმები წყალს გაატანეთ ყველაფერი იმ ადამიანების სინდისზეა, ვინც არჩევნებში „ქართულ ოცნებას” მისცა ხმა.

Published on

რუსი ოპოზიციონერის ნიკოლაი ბოროვოის სტატუსი:

„ის, რისთვისაც იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი – რომ ქართველები არ ყოფილიყვნენ უბრალოდ მწვადის შეწვით გართული ლეკურის მოცეკვავე აბორიგენები, როგორც ჩანს ფუჭი აღმოჩნდა.

ამაყი ოცნება, რომ საქართველო ქცეულიყო დასავლურ ქვეყანად, დასავლური ეკონომიკითა და ღირებულებებით, პოლიციით, რომელიც კანონს იცავს, იმის მაგივრად რომ მოსახლეობა გაყვლიფოს, თანდათან აქტუალობას კარგავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ესაა თავად ქართველი მოსახლეობის არჩევანი.

კარგად მესმის სააკაშვილის ცრემლების – საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი, რასაც რეფორმების შედეგად მიაღწია.

ეს ყველაფერი კი იმ ადამიანების სინდისზეა, ვინც არჩევნებში „ქართულ ოცნებას” მისცა ხმა.

რამდენიმე წლის შემდეგ მწარედ ინანებთ სააკაშვილის დაკარგვას და იმას, რომ რეფორმები წყალს გაატანეთ, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ თვითონ, ქართველებმა დაიტეხეთ თავზე”.

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...