მთავარისიახლეებიპოლიტიკამოქალაქეები რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას იწყებენ

მოქალაქეები რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას იწყებენ

Published on

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ აქციას მართავენ.

ერთ-ერთი მოქალაქე, ნინო მჭედლიძე ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და არ შეწყვეტს მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული არ იქნება.

ნინო მჭედლიძესთან ერთად პროტესტის ამ ფორმას კიდევ ერთმა მოქალაქემ მიმართა.

“სხვა გზა არ დაგვრჩენია, აუცილებელა უკიდურეს ფორმებს მივმართოთ. სხვანაირად ეს ხელისუფლება არ წავა. მე პირადად და შემომიერთდებიან კიდევ, ვიდგები აქ და ვიშიმშილებ, სანამ არ გაათავისუფლებენ ჩვენს მესამე პრეზიდენტს და სანამ არ იქნება მისი უფლებები დაცული”, – ამბობს ნინო მჭედლიძე.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილის 32 დღეა, ციხეში შიმშილობს.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...