მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს მეტყველება და გადაადგილება უჭირს - შიმშილობის 32-ე დღე

მიხეილ სააკაშვილს მეტყველება და გადაადგილება უჭირს – შიმშილობის 32-ე დღე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, მას უჭირს მეტყველება და გადაადგილება – “მთავარი არხის” ცნობით, “ემპათია” ალტერნატიულ კონსილიუმს ქმნის და ხელისუფლებისგან ნებართვას ელოდება, რათა ციხეში შევიდეს და გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

“არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კოვიდი იყო მძიმე, მას დასჭირდა პულმონოლოგის მონიტორინგი, შესაბამისად აუცილებელია, გაგრძელდეს მონიტორინგი. ძალიან დიდი რისკია და ამიტომ ადამიანი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და ასეთი გაყოფილება არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

ახლა რომ მოწყობა დაიწყეს ციხის მე-18 დაწესებულებაში ამდაგვარი განყოფილების არის ძალიან სასაცილო და ეს არის სწორედ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მიდგმა და სადამსჯელო ზემოქმედება ფსიქოლოგიური, ადამიანზე”,- ამბობს ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი.

“ძალიან მძიმე სიმპტომები აქვს, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას” – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...