“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე ეხმაურება,მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას დეპუტატებისადმი დატოვონ პარლამენტი
“რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილის მოწოდებაზე, პარლამენტის დატოვებაზე, პირადად მე ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას, რათა შენარჩუნდეს მინიმუმ სააკაშვილის ციხეში. ასევე, საავადმყოფოში მონახულების შესაძლებლობა მაინც. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს (სრულიად პროპორციულზე გადასვლა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არარეალისტურად მესახება, არ შეიძლება, ქართულ ოცნებას ოპიზიციისკენ თითის გაშვერის მიზეზი მიეცეს.
და ბოლოს, ვისმენთ სპეკულაციებს საკრებულოებიდან გამოსვლის თაობაზე. სააკაშვილს არც ერთი სიტყვით არ მოუხსენებია საკრებულო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ახალარჩეული საკრებულოს წევრები ოპოზიციის მთავარი ლეგიონია მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დიდად არ განსხვავდება ამ მოსაზრებისგან”, – წერს ნიკა გვარამია.