დამატებითი შეზღუდვების დაწესება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არ იგეგმება, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, – განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოსდა 4 ნოემბრიდან დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ.
აქვე: ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული რეგულაციებით, სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
44 გარდაცვლილი, 2.141 ახალინფიცირებული – 1 ნოემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა