მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხის, როგორც ოპოზიციური ციტადელის, განწყობა და როლი გამოკვეთილი იყო 2003 წელსაც...''...

წალენჯიხის, როგორც ოპოზიციური ციტადელის, განწყობა და როლი გამოკვეთილი იყო 2003 წელსაც…” – გიორგი ხარჩილავა

Published on

ოპოზიციის ერთადერთმა გამარჯვებულმა კანდიდატმა წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მადლობა ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან მოიტანა, მოიტანა როგორც მომავალი საქართველოს სამშენებლო ფუნდამენტის განმსაზღვრელი, მომავალი ცვლილებების მაუწყებელი, მომავალი დეცენტრალიზაციის, კოალიციის, როგორც ახალი პოლიტიკური ხედვის, ახალი პოლიტიკური კულტურის მაუწყებელი.

წალენჯიხის განწყობა, როგორც ოპოზიციური ციტადელის, იყო გამოკვეთილი, ასეთი იყო წალენჯიხის როლი 2003 წელსაც და ამიტომაც, წალენჯიხის გამარჯვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ამ ადამიანებმა გადააჭარბეს რეპრესიებში, ყველა ადამიანის ნებას შეეხნენ, ნათლად დაგვანახეს საკუთარი ნამდვილი სახე.

ჩემი განსაკუთრებული მადლობა ჩემს წალენჯიხას, ჩემს მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგ სისტემამ უპრეცენდენტო რეპრესიული სცენარი დადგა, მაგრამ მათ ეს მიიღეს ძალიან ღირსეულად და ამ გამოწვევას საკუთარი პიროვნული თავისუფლებით შეეგებნენ”.

გიორგი ხარჩილავამ კოალიციური მმართველობის პლიუსებზე ისაუბრა და მოსახლეობა დაპირდა, რომ ყველას პრობლემების გამზიარებელი მერი იქნება.

,,ვეუბნები ჩემს მოსახლეობას, რომ ყველას მერი ვიქნები, მათი პრობლემების გამზიარებელი, აქ უკვე კოალიციური მთავრობა შედგა, საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციურმა ძალებმა და მთლინობაში ეს ქმნის ისეთ მექანიზმებს, რომელიც გამორიცხავს კორუფციას, ნეპოტიზმს” – განაცხადა მან


ჩვენ რეალურ თვითმმართველკობაზე, დეცენტრალიზაციაზე ვიმუშავებთ. შევთავაზებთ იმ ინიციატივას, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა ადგილებზე და ვეტიკალზე აგებული ოლიგარგიის დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადგილებზე ძალაუფლების დაბრუნება, სამაგალითოდ, წალენჯიხაში მოხდება. წალენჯიხას აქვს ისტორიული პარალელები უახლოეს წარსულთან. წალენჯიხიდან დიდი ცვლილებები დაწყებულა და ჩვენ სრულიად ვართ ჩართული ამ მოძრაობაში, რაც ცვლილებების გამომწვევი იქნება, ავანგარდშიც ვიქნებით.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...