მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფალი არჩევნები ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა".- მოძრაობა "სირცხვილია''

,,თავისუფალი არჩევნები ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა”.- მოძრაობა “სირცხვილია”

Published on

წინააღმდეგობა 1.0 – მოძრაობა “სირცხვილიამ” დღეს, პარლამენტის წინ 7 საათზე აქცია ჩანიშნა. მოძრაობა განმარტავს, რომ ბოლო რამდენიმე წელია მიუხედავად ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისა, ისინი მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.

მათი განცხადებით, თავისუფალი არჩევნები “ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა”.

“არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი უწყებები, კორუმპირებული ცესკო და დიდძალი ფული ასრულებს.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად დაშინებისა და არნახული ტერორის, სიძულვილზე აგებული კამპანიის, ადამიანების მოსყიდვის, მუქარის, პროპაგანდის სრულად ამუშავების, დარღვევების, კარუსელების, ბიულეტენების ჩაყრის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ერთი სიტყვით, სახის ბოლომდე სრულად დაკარგვის შემდეგ – თავისივე დამორჩილებული ცესკოთითაც კი, სხვაობა ოპოზიციონერ და სამთავრობო კანდიდატებს შორის მინიმალურია.

ხალხმა დააფიქსირა ნება, რომ აღარ გვსურს ერთპარტიულ, ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრება. ახლა, ან დავიცავთ დემოკრატიას საქართველოში და დავიცავთ საკუთარ ხმას, ან ბოლომდე დავემონებით მას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში ყველა მისგან განსხვავებული სახელმწიფოს მტერია”, – წერენ ორგანიზატორები. 

“სირცხვილია” წერს, რომ ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მომავალი ათწლეულების მანძილზე და ახლა დაშვებული შეცდომა ან გაუბედაობა, აუცილებლად მიგვიყვანს ისტორიულ, შეუქცევად მარცხამდე.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...