მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს

Published on

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს.

მთავარი არხის ინფორმაციით, კანცელარიის ეზოში უკვე შევიდა რამდენიმე ყვითელი ავტობუსი, რომლებშიც შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. კიდევ ათობით ავტობუსი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან ადმინისტრაციის შენობისკენ ამ წუთებში მიემართება.

სპეცრაზმის მობილიზება სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები დღეს, 19:00 საათზე, სამოქმედო გეგმას წარადგენენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები ისევ მიიტაცა და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებენ.

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....