მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა და მისი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა.
მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პროტესტის უმძიმესი ფორმა, შიმშილობა უკვე ერთი თვეა გრძელდება,მედიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის უკვე უნდა იყოს გადაყვანილი საავადმყოფოში, ოღონდ არა ციხის, რადგან იქ არსებული პირობები არ შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელშიც მოშიმშილე პრეზიდენტი შეიძლება აღმოჩნდეს
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს სახალხო დამცველი მოინახულებს, თუმცა უცნობია კონკრეტული დრო, როდის შევა ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.