მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონგრესმენი შერმანი: დაჟინებით მოვუწოდებ ქართული ოცნების მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში

კონგრესმენი შერმანი: დაჟინებით მოვუწოდებ ქართული ოცნების მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში

Published on

ამერიკელი კონგრესმენი, ბრედ შერმანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღრმად შეშფოთებულია.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი დაკავებულია მისთვის დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, რომლებიც შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

“ყოფილი პრეზიდენტის განგრძობადი დაკავება საფრთხეს უქმნის საქართველოში პოლიტიკური ბზარების გაღრმავებას და ძირს უთხრის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

რამდენადაც საქართველოში გრძელდება პოლიტიკურ კრიზისი, რომელმაც შეარყია საზოგადოების ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის მიმართ, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაკავების საგანგაშო ტენდენცია არ არის ის გზა, რომლითაც საქართველომ უნდა გააგრძელოს მისი მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური ტრაექტორია.

როგორც კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრი, მე დაჟინებით მოვუწოდებ ქართული ოცნების მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში კრიტიკულად აუცილებელი მკურნალობისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობასა და იურისტების გუნდზე შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა იქნება განუყოფელი ქართველი ხალხის ნდობის აღდგენასა და საქართველოს კანონიერ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებისთვის”. – წერს განცხადებაში ბრედ შერმანი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...