მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა ლომაია აზუსტებს, როგორ უნდა გადათარგმნილიყო ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებზე

კახა ლომაია აზუსტებს, როგორ უნდა გადათარგმნილიყო ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებზე

Published on

საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კახა ლომაია ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმიანება და მისი პოზიციის ქართულ თარგამანთან დაკავშირებით შენიშვნას გამოთქვამს.

“ეუთოს დასვნის საკვანძო წინადადება არაკეთილსინდისიერად ითარგმნა, რამაც (შეგნებულად) დაამახინჯა მისი შინაარსი.
ორიგინალში წერია: “Sharp imbalances in resources, and an undue advantage of incumbency further benefited the ruling party and tilted the playing field”.
პრეს-რელიზის ქართულ თარგმანში ვკითხულობთ: “რესურსებს შორის მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა.”
სად გაქრა პირდაპირი მითითება “მმართველ პარტიაზე” (the ruling party)? სად აორთქლდა დაზუსტება “further”? როგორ აღმოჩნდა ევთემიზმი “პირობები შეცვალა” იქ, სადაც უნდა ეთარგმნათ “tilted the playing field” (პირობები შეცვალა? რას მეუბნები, ანუ, შეიძლება გააუმჯობესა კიდევაც?) ან სრულიად კონკრეტული მნიშვნელობის მქონე შესიტყვება “undue advantage” როგორ გადაიქცა დამაბნეველ “შეუსაბამო უპირატესობად”?
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პრაქტიკის და კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ინგლისური ორიგინალის სწორი თარგმანი ასეთი უნდა ყოფილიყო:
“სხვადასხვა სახის რესურსებს შორის უზარმაზარმა უთანასწორობამ, და ძალაუფლებით მოპოვებულმა უკანონო უპირატესობამ, კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი მმართველ პარტიას, რამაც სასწორი მის მხარეს გადახარა”.
ეუთოს ქართველ თანამშრომლებს: ეს სირცხვილია!”- წერს კახა ლომაია.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...