,,გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო” – ოპოზიციის ლიდერები დღეს, საღამოს 7 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას პარლამენტთან გააცნობენ

0
209

კოალიციური ოპოზიციის ლიდერები დღეს, საღამოს 7 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას პარლამენტთან გააცნობენ.
ლიდერებმა საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

,,პირველ რიგში მინდა, დიდი მალდობა გითხრათ გუშინდელი მხარდაჭერისთვის. გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო. ბუნებრივია, არავინ ვაპირებთ, ჩემი ღრმა რწმენით არცერთი თავმოყვარე მოქალაქე არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს, ძალიან ურყევს, მშვიდობიანად.

გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და არცერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი იმის შემხედვარე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ, არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს, ძალიან ურყევს, მშვიდობიანად.

იმისათვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 7 საათზე გელოდებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. რათა ამ კონკრეტული გეგმის შესახებ გესაუბროთ.არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე” – თქვა ნიკა მელიამ.

წინა სტატიამესამე პრეზიდენტი 31-ე დღეა შიმშილობს. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებას” არ შევარჩენთ ადამიანების ხმების მოპარვას. ამასთან რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან მესამე პრეზიდენტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური