გიორგი მშვენიერაძე: მათ, ვინც არჩევნებში ხმებს იპარავენ, ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს

0
299

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება.

“- შეიძლება ისინი იყვნენ შენი მასწავლებლები, მაგრამ თუ ისინი არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– შეიძლება ისინი არიან შენი მეზობლები, მაგრამ თუ ისინი არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– თუ ისინი არიან შენი მეგობრები, მაგრამ არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– თუ ისინი უბრალოდ შენი ნაცნობები არიან, მაგრამ არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

– თუ ისინი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას – აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;

და ა.შ. და ა.შ.

და ბოლოს, თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები. მათ ზუსტად ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს და ისინიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ”,- წერს გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე.

წინა სტატიაკონგრესმენი შერმანი: დაჟინებით მოვუწოდებ ქართული ოცნების მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში
შემდეგი სტატიაწალენჯიხის, როგორც ოპოზიციური ციტადელის, განწყობა და როლი გამოკვეთილი იყო 2003 წელსაც…” – გიორგი ხარჩილავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური