მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დემოკრატიული ქვეყნები პრეზიდენტებს ციხეში არ უშვებენ" - დევიდ სმიტის განცხადება მიხეილ...

“დემოკრატიული ქვეყნები პრეზიდენტებს ციხეში არ უშვებენ” – დევიდ სმიტის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

Published on

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ემუქრება, შესაძლოა საქართველოში გლობალურ კრიზისში გადაიზარდოს.  –  საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, საქართველოს უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მრჩეველი, დევიდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას  ავრცელებს.

“ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლის რევოლუციის ლიდერი, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა დემოკრატია შესაძლებელია, საქართველოს ციხეში სიკვდილთან ახლოს არის. ის 2 ოქტომბრიდან შიმშილობს. გარდა ადამიანური ტრაგედიისა, მისი გარდაცვალება შესაძლოა, გლობალურ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს – საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რისკავს, რომ პოლიტიკური პატიმარი მათ ხელში მოკვდეს. სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში დაუყოვნებლივ. მას დაუყოვნებლივ უნდა აღუდგინონ საქართველოს მოქალაქეობა, – ნათქვამია განცხადებაში.

დევიდ სმიტმა განცხადებაში 2003 წლის რევოლუციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვარდების რევოლუციამ ქვეყანაში იმედი შემოიტანა. მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეებში რამე გამოსაძიებელია, ეს სამართლიან პირობებში კანონის დაცვით უნდა მოხდეს. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიულ ქვეყნებში ყოფილ პრეზიდენტს ციხეში არ უშვებენ.

ყველას, ვინც საქართველოშ 2003 წლამდე ცხოვრობდა ახსოვს – კორუფცია, სიღარიბე, ჩამოშლილი სტრუქტურები, რუსული აგრესია, შუქის ჩაქრობა და გაურკვეველი მომავალი. საქართველო იყო კუნძული პოსტსაბჭოთა არქიპელაგში, ქვეყანა, იმედის გარეშე. ვარდების რევოლუციამ შემოიტანა იმედი… თუ რამე არის გამოსაძიებელი და გასასამართლებელი, მაშინ ეს უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვით. დემოკრატიული ქვეყნები არ უშვებენ ყოფილ პრეზიდენტებს ციხეში.

გასაკვირი არ არის, რომ სააკაშვილის მომხრეები და ოპონენტები გამოვიდნენ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ეს არის პოლიტიკური არეულობა, რომელიც არ მოიხსნება ხელოვნური გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქ მხოლოდ ერთი გზაა – გაათავისუფლეთ სააკაშვილი და მიეცით ქართველებს საშუალება გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის შემდეგი ნაბიჯები საარჩევნო ყუთში, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...