მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის'' - ელენე ხოშტარია

,,ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის” – ელენე ხოშტარია

Published on

არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით – ასე მიმართა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხოშტარიამ განაცხადა, რომ ოპოზოციამ ოლიგარქ ივანიშვილს ძალა აჩვენა:

გამარჯვება ივანიშვილის გაფორმებული ბიულეტენში არ არის, გამარჯვება არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ! არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, ან დავთმობთ თქვენს არჩევანს.

დღეს, არჩევნებიდან მეორე დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რომ საერთო ოპოზიციური გეგმა გაგაცნოთ, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და თქვენი ნების აღსრულებამდე. მთავარია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე ოლიგარქს დავანახეთ ძალიან დიდი ძალა. ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, მისცეს ცვლილებებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...