არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით – ასე მიმართა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხოშტარიამ განაცხადა, რომ ოპოზოციამ ოლიგარქ ივანიშვილს ძალა აჩვენა:
გამარჯვება ივანიშვილის გაფორმებული ბიულეტენში არ არის, გამარჯვება არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ! არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით, არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, ან დავთმობთ თქვენს არჩევანს.
დღეს, არჩევნებიდან მეორე დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რომ საერთო ოპოზიციური გეგმა გაგაცნოთ, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და თქვენი ნების აღსრულებამდე. მთავარია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე ოლიგარქს დავანახეთ ძალიან დიდი ძალა. ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას, მისცეს ცვლილებებს“, – განაცხადა ხოშტარიამ.