კვირას, 7 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ თქვა. მისივე თქმით, ოპოზიცია 2 ნოემბერს აქციას ბათუმშიც გამართავს.
ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში, კერძოდ სამშაბათს, ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან ერთადე რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთადმ მომდევნო დღეებში,ვიყოთ ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქში მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ სულ მცირე დრო იმისათვის რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე კვირა დღეს, იყოს მასშტაბური როგორც არასდროს. მაგრამ ეს აქცია განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციისგან, – განაცხადა ნიკა მელიამ.