მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაუქმებისა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდების...

არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაუქმებისა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდების შესაძლებლობა – ოპოზიცია თავის გეგმებს დღეს გაახმოვანებს

Published on

ოპოზიციის ლიდერები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციასთან დაკავშირებითი საუბრობენ  და აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არჩევნების მიტაცების მორიგ მცდელობას არ შეეგუება.

,,ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ და ფაქტია, რომ ქართული ოცნების თავხედური მოქმედებებით ისინი ცდილობენ, რომ ეს სურათი შეცვალონ. ოპოზიციის მხრიდან იქნება კოორდინაცია, შევჯერდებით სამოქმედო გეგმაზე ძალიან მალე. ამ წუთისთვის შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არავინ აპირებს, შეეგუოს ივანიშვილის თავში მოხარშულ სცენარს იმის შესახებ, როგორ ხდება დემოკრატიული პროცესის მოხრჩობა საქართველოში.” – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს

“ახლა ყველა მოქალაქის ვალია, საკუთარი არჩევანი ბოლომდე დაიცვას და ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს ხელში ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცეს. ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წვერმა, ზაალ უდუმაშვილმა,

,, არავინ აპირებს გაჩერებას, არავინ აპირებს, შეეგუოს უკანონობას, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს. არავინ  აპირებს, შეეგუოს არჩევნების მიტაცების მორიგ მცდელობას, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა.  მთელმა მსოფლიომ იხილა, რა მეთოდებით ებრძვის ივანიშვილი მოქალაქეები არჩევანს.

გამარჯვება არასდროს არ მოდის იოლად. საჭიროა ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ: ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ … რა თქმა უნდა, იქნება პროტესტი, აქციები, იმიტომ, რომ სხვა არჩევანს “ქართული ოცნება” არ უტოვებს მოსახლეობას.  – ამბობს  ზაალ უდუმაშვილი

“გუშინ, მსხვილ ქალაქებში, მოქალაქეების ურავლესობამ არსებულ სისტემას უთხრა არა, მაგრამ გვაქვს ამ საკუთარი ნების პოლიტიკურად გაფორმების პრობლემა. ამ მოცემულობასთან შეუგუებლობა თავმოყვარეობის და ღირსების საკითხია.” – ასე ეხმაურება პარტია გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს.

მისი თქმით, მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი გზები და ფორმები, თუმცა მნიშნველოვანია, რომ ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე იყოს ჩართული.

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...