მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში, 26-ე უბანზე დაპირისპირებაა, ანზორ მელიას შტაბის წარმომადგენელს ხელი დაარტყეს

ზუგდიდში, 26-ე უბანზე დაპირისპირებაა, ანზორ მელიას შტაბის წარმომადგენელს ხელი დაარტყეს

Published on

ამ წუთებში დაპირისპირებაა ზუგდიდში, 26-ე უბანზე, რომელიც კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლშია განთავსებული. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გაურკვეველი ჯგუფის წევრები აგრესიით გამოირჩევიან მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ანზორ მელიას შტაბის წარმომადგენელს ნენე დალაქიშვილს, ასევე ოპოზიციური არხების წარმომადგენელ ჟურნალისტებს ემუქრებიან კამერის დამტვრევით.

“ქართული ოცნების ენჯეოს დამკვირვებელმა დამარტყა, მეორემ უბნიდან გააპარა. პოლიცია ჟურნალისტებს შიგნით არ უშვებს. პოლიციელი მეუბნება, წიხლი ჩამარტყიო…”, – წერს ნენე დალაქიშვილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...