მთავარიUncategorizedზონდერჯგუფები ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზონდერჯგუფები ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

Published on

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ შუქი ჩაქრა, ნიკა მელია მივიდა

თავდაპირველად ერთმანეთს ნიკა მელია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ბექა დავითულიანი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადგილზე ვითარება დაიძაბა. ზონდერჯგუფები ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მელია ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა, რა დროსაც უცნობი პირი მელიას ზურგიდან მიეპარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

“თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგოთ, რომ ხან წააგებთ, ხან მოიგებთ”, – ნიკა მელიამ კახი კალაძეს მიმართა. მელიას თქმით, კალაძე ამჯერად არჩევნებს აგებს.

ბატონო კალაძე, არაფერი ტრაგიკული იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ აღარ იქნებით იმ პოზიციაში, რომ მართოთ იმ დანაშაულებრივი მეთოდებით ქალაქი, რომელსაც მართავდით, არ არის. თუ თავი პოლიტიკოსად მოგაქვთ, უნდა შეეგოთ, რომ ხან წააგებთ, ხან მოიგებთ. ამჯერად აგებთ, ბატონო კალაძე. ჯობია, ამ მეთოდებისგან თავი შეიკავოთ. თქვენ ჩანხართ ძალიან სუსტები, ნირწამხდრები და სასოწარკვეთილები, ახლა რასაც სჩადიხართ, პირდაპირი აღიარებაა მარცხის – თქვა მელიამ/

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...