მთავარისიახლეებიპოლიტიკაუნდა მეთქვა "შიმშილობა" და არა "თვითმკვლელობა" - ღარიბაშვილმა ნათქვამი გადაასწორა

უნდა მეთქვა “შიმშილობა” და არა “თვითმკვლელობა” – ღარიბაშვილმა ნათქვამი გადაასწორა

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაასწორა თავისი ნათქვამი ფრაზა, სადაც ის ამბობდა, რომ თვითმკვლელობა ადამიანისთვის კანონით მინიჭებული უფლებაა.

“უნდა მეთქვა “შიმშილობა” და არა “თვითმკვლელობა”, – განაცხადა პრემიერმა ტვ იმედის ეთერში 30 ოქტომბერს, რითაც უარყო თავისივე ნათქვამი ამავე ეთერში, ორი დღის წინ, როცა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედი LIVE”-ის წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

“გასაგებია, თუ დამძიმდება, სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, მაგრამ ფინალი რა შეიძლება იყოს ამის?” — ჰკითხა წამყვანმა ღარიბაშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო:

“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა 28 ოქტომბერს.

დღეს კი ტვ იმედის ეთერში მან განაცხადა:

„ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, დაკავებულის უფლებაა შიმშილობის უფლება და მე ვთქვი, რომ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკვე 30-ე დღეა, რუსთავის ციხის სამარტოო საკანში შიმშილობს.

 

 

 

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....