მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თქვენი კომენტარი არ მჭირდება ამ წუთში, მე ვაკეთებ კომენტარს.''- სალომე ზურაბიშვილმა მედიას...

“თქვენი კომენტარი არ მჭირდება ამ წუთში, მე ვაკეთებ კომენტარს.”- სალომე ზურაბიშვილმა მედიას შეუტია

Published on

საარჩევნო უბანზე მისული სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იმედი აქვს, ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდება და თუ არ დასრულდება, ამით მხოლოდ “ჩვენი მეზობელი” ხეირობს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს შედეგებთან დაკავშირებით, რადგან არჩევნები მძიმე პოლიტიკური პროცესების ფონზე მიმდინარეობს. ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

“თქვენი კომენტარი არ მჭირდება ამ წუთში, მე ვაკეთებ კომენტარს. გთხოვთ, დაწიეთ მიკროფონები. წყანარად, მე მგონია, რომ საჭიროა თქვენც და ჩვენც ყველამ ერთად, ვისწავლოთ ერთიანობა და სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინაპერიოდში, დასრულდება, იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი — ჩვენი მეზობელი”.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...