,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში შევიდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იმყოფება.
თამთა დემურიშვილი არ პასუხობს კითხვაზე, უკავშირდება თუ არა რუსთავის ციხეში მისი შესვლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ან მის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში, რაზეც ხელისუფლება უკვე რამდენიმე დღეა, აპელირებს.
დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში ვერტმფრენითაც გადაიყვანენ.