მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება თავს იმედისა და გორბის ეგზიტპოლით იიმედებს. ემანდ თაიგული არ დაუჭკნეთ...

ქართული ოცნება თავს იმედისა და გორბის ეგზიტპოლით იიმედებს. ემანდ თაიგული არ დაუჭკნეთ ხაინდრავასავით

Published on

ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას წინასწარ ზეიმობს. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია და უბნები ცოტა ხნის წინ დაიხურა, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს.

პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. ის მიიჩნევს, რომ “გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს”.

“მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, არჩევანი, რომლის მიხედვით უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას აბსოლუტურად ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების კიდევ ერთხელ მიყვანა ბოლომდე და ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოცნების ცენტრალურ ოფისთან.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის დროსაც მმართველი გუნდი გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდა, თუმცა იმის გამო, რომ დაწესებული ბარიერი კანდიდატებმა ვერ გადალახეს, 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მეორი ტურის გამართვა გახდა საჭირო.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა.

ეგზიტპოლი ორმა ტელეკომპანიამ – მთავარმა არხმა და იმედმა ჩაატარა.

მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში პროცენტები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე 49%; ნიკა მელია 51%.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...