Победителей не судят, გაიმარჯვა ამ ხალხმა და… ყველაფერი იყო დემოკრატიულად – გივი სიხარულიძე

0
312

მსახიობი გივი სიხარულიძე, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა და კახა კალაძესა და მმართველ გუნდს გამარჯვება “გორბის” ეგზიტპოლის თანახმად მიულოცა, ამბობს, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მსახიობმა ეს ფრაზა რუსულად წარმოთქვა.

“Победителей не судят, გაიმარჯვა ამ ხალხმა და რა ვქნათ” – ამბობს გივი სიხარულიძე “ქართულ ოცნებაზე”, ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე: “5 ივლისი, მანამდე 20 ივნისი, როგორც არჩევნები ტარდებოდა, მოგწონთ ეს ყველაფერი?” მსახიობმა უპასუხა, რომ “ყველაფერი დემოკრატიულად ჩატრდა”.

“მე მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას” და იმიტომ მოვედი, მხარს კი იმიტომ ვუჭერ, რომ არ მინდა არეულობა ჩემს ქვეყანაში”, – თქვა მსახიობმა.

შეკითხვაზე: “თქვენი აზრით, მესამე პრეზიდენტი ციხეში უნდა მოკვდეს?” გივი სიხარულიძემ განაცხადა, რომ არავინ ეგულება, ეს რომ სურდეს, დამატებით შეკითხვაზე, მოისმინა თუ არა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ადამიანს კანონით აქვს თვითმკვლელობის უფლება, უპასუხა: “არ მომისმენია… შვილებს გეფიცები, არ მომისმენია და აბა, რა გითხრა?”.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, საქართველოს ხუთივე დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ოპოზიციის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ტვ იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით კი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

“მთავარი არხის” ეგზიტპოლი – 18:00 საათის მონაცემებით, ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა

წინა სტატია“მე ერთი წუთი არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა. ახლა აუცილებელია ეს შედეგი შევინაჩუნოთ”- ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატია, ,ეს კლეპტოკრატების შპანა ხელისუფლებაში ვერ დარჩება” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური