მთავარიUncategorized"მთავარი არხი" ეგზიტპოლს Ipsos-ის გარეშე მაინც ჩაატარებს" - ნიკა გვარამია

“მთავარი არხი” ეგზიტპოლს Ipsos-ის გარეშე მაინც ჩაატარებს” – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია ეგზიტპოლს Ipsos-ის გარეშე მაინც ჩაატარებს და მის ნახვას მაყურებელი 20:00 საათზე შეძლებს.

“მთავარი არხი” მაინც ჩაატარებს ეგზიტპოლს Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე… “მთავარი არხი” ხვალ აპირებს ეგზიტპოლის ჩატარებას. დაზუსტებით გეუბნებით და 8 საათზე საღამოს ელოდეთ შედეგებს, – ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, მანამდე ნიკა გვარამიამ და მთავარმა არხმა “ქართულ ოცნებასთან” კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა იფსოს-გლობალ საქართველო და მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას” – ნიკა გვარამია IPSOS-ზე

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციისა და მტკიცებულების მიწოდებისთვის “მთავარმა არხმა” ჯილდო – 1000 ლარი დააწესა.

1000 ლარი საარჩევნო დარღვევის მტკიცებულებისთვის – “მთავარი არხი” ჯილდოს აწესებს

სიახლეები

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...