მამუკა ხაზარაძე: ქართული ოცნება თბილისს აგებს და კარუსელის დატრიალებას გეგმავს, ვიყოთ ფხიზლად

0
213

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება თბილისს აგებს და კარუსელის დატრიალებას გეგმავს. ფორმულას ეთერიდან მან მოუწოდა ყველას, რომ ყურადღებით იყვნენ და მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების საშუალება არ მისცენ.

“გვაქვს ინფორმაცია, იციან რა აგებენ თბილისს, ახლა იწყებენ კარუსელის დატრიალებას და თავიდან ხმამიცემული ადამიანების უბნებზე მიყვანას, ფხიზლად და მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ. მოვუწოდებ ყველას, მსგავსი ფაქტი სასწრაფოდ გამოვავლინოთ და არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება”, – თქვა ხაზარაძემ.

გარდა თბილისისა, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ქართული ოცნება ძალიან ბევრ ქალაქს აგებს.

“ქართული ოცნება აგებს თბილისს ჩვენი ინფორმაციით და ასევე აგებს ძალიან ბევრ ქალაქს საქართველოში. ეს უტყუარი ფაქტია”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

წინა სტატიააპირებენ, ჩვენი დამკვირვებლები უბნებიდან გამოყარონ – ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა
შემდეგი სტატია“მთავარი არხის” ეგზიტპოლი – 18:00 საათის მონაცემებით, ხუთივე დიდ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური