,,ძალიან სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი არ იყო, ეს იყო, დარწმუნებული ვარ, ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. თუ ჩვენ ყველანი არ დავფიქრდებით არჩევნებში, პირველ რიგში, ფულის როლზე, ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, შეიძლება, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ხმის მიცემის შემდეგ.
მოგეხსენებათ, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა, მოვიხადე ეს ვალდებულება და ხმა მივეცი საქართველოსთვის. […] საქართველოსთვის რა არის, იცით? როდესაც ჩვენს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის, მე, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არცერთს მივცემ.,,