მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი: სააკაშვილის საკითხს აკვირდებიან როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, აშშ-ის საელჩოში

კელი დეგნანი: სააკაშვილის საკითხს აკვირდებიან როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, აშშ-ის საელჩოში

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილის საკითხს აკვირდებიან როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, აშშ-ის საელჩოში.

ელჩი დეგნანი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი მოპყრობა.

“შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება. მე არ ვარ ექსპერტი ევროპულ სამართალში, რომ ამაზე კონკრეტულად გიპასუხოთ, ვიცი, რომ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული მომსახურება,რომელსაც საჭიროებს ადმიანი. ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მხრიდან სამართლიანად და მიუკერძოებლად იმიტომ, რომ აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე”, – თქვა ელჩმა.- თუმცა კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე დაინტერესება უკრაინის სახელმწიფოს არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენ კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო წარმომადგენლები.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....