მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარუსელი, ფულის დარიგება, დამკვირვებლების ხელშეშლა – დეკანოიძე ქუთაისში დარღვევებზე

კარუსელი, ფულის დარიგება, დამკვირვებლების ხელშეშლა – დეკანოიძე ქუთაისში დარღვევებზე

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მათ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პრობლემები ექმნებათ. მან ბრიფინგზე თქვა, რომ დამკვირვებლებს იმ ადგილებზე არ აყენებენ, საიდანაც შესაძლებელია იდენტიფიცირება აძლევს თუ არა მოქალაქე ხმას საკუთარი პირადობის მოწმობით.

ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისში გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. დეკანოიძის თქმით, საარჩევნო პროცესის დაწყების შემდეგ გამოვლინდა დამკვირვებლების ხელშეშლის ფაქტები, კარუსელის მცდელობა, მოსყიდვა და სხვა დარღვევები. დეკანოიძის ცნობით, უბნებზე უკვე დაწერილია 10-მდე საჩივარი.

“დილიდან პრაქტიკულად ყველა უბანზე, ქუთაისში 124 უბანია, ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები.ძალიან ბევრ დამკვირვებელს არ უშვებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებასთან, რაც რეალურად არის სქემა, რომელსაც გაყალბებისთვის იყენებს ქართული ოცნება. რეგისტრატორების მაგიდების უკან, სადაც დამკვირვებლებს აქვთ უფლება, რომ დადგნენ და დააკვირდნენ პროცესს ვინაიდან ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობის მოწმობები პირველ ტურზე და ახლაც.

ასევე ძალიან მასიური იყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგიწია ძალიან სერიოზული და მკაცრი რეაგირება, მათ შორის, საჩივრების დაწერა. ამ დროისთვის აკვირდებიან რეგისტრატორებს”. – თქვა დეკანოიძემ.

განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებას, რაც რეალურად არის ის სქემა, რომელსაც გაყალბებისთვის იყენებს ქართული ოცნება. ძალიან მასიური იყო ყალბი პირადობების გამოყენება პირველ ტურზე და ახლაც”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

მერობის კანდიდატის ცნობით, ქუთაისის მე-7 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა კარუსელის მცდელობის ფაქტი, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებმა ხელი შეუშალეს. მან აღნიშნა, რომ მათ აქვთ მოსყიდვის ფაქტების ამსახველი კადრები, რომელსაც გადაცემასაც მედიას დაჰპირდა.

მისივე თქმით, ქუთაისის მე-40 უბანზე ახლოს მდგარი ავტომობილიდან მოქალაქეებისთვის ფულის დარიგების ფაქტი გამოვლინდა, 51-ე და 101-ე უბნების შენობაში კი ქართული ოცნების კოორდინატორები იმყოფებოდნენ. დეკანოიძე ასევე საუბრობს სქემაზე, რომელშიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ მოქალაქეებს იყენებენ,

“მე-17 უბანზე მივიდა მოქალაქე, რომელიც ასევე იყო გადასატანი ყუთის სიაში. ესეც გაყალბების ერთ-ერთი სქემაა, როდესაც ადამიანი არიან გადასატანი ყუთის სიაში, ხშირად ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები სრულიად ჯანმრთელები არიან და მიდიან ხმის მისაცემად ორჯერ. პარტიის დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ დუისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე სხვისი პირადობის მოწმობით მივიდა უბანზე”. – თქვა დეკანოიძემ.

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...