მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს

გიგა ბოკერია: ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს

Published on

,,დღეს გვაქვს შესაძლებლობა თუ გამოვიყენეთ ჩვენი სამოქალაქო ძალა, ყველა მოქალაქემ, ვისაც გვსურს, რომ ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა. ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების. თუ დღეს ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რაც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი ყველას საერთო მომავლისთვის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს და ამ ძალიან სახიფათო რეჟიმთან ერთად, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ – ისინი დაგსჯიან არჩევნებზე. ეს შესაძლებლობა გვაქვს დღეს და მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.” – განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...