მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანმუხურში, დენის გათიშვის შემდეგ, ენმ-ის დამკვირვებელს სცემეს და უბნიდან გააძევეს (ვიდეო)

განმუხურში, დენის გათიშვის შემდეგ, ენმ-ის დამკვირვებელს სცემეს და უბნიდან გააძევეს (ვიდეო)

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, 39-ე უბნის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შენობას, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ელექტროენერგია მიეწოდებოდა სოფლის სხვა დასახლებულ ნაწილს.

მას შემდეგ, რაც ენმ-ის დამკვირვებელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს საარჩევნო დივერსია იყო და არ იყო გამორიცხული, დენის გათიშვა საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით მმმართველი პარტიის მანიპულაციებს უკავშირდებოდა, უბანში აღმოჩენილი, გაურკვეველი ჯგუფის წევრებმა მას სცემეს და უბნის დატოვება აიძულეს.

ვიდეოში, ნათლად ჩანს, რომ უშუქოდ დარჩენილ უბანში ხმაური და დაპირისპირებაა, ბევრი ადამიანი ფარნით გადაადგილდება, ასევე, ხალხმრავლობაა საარჩევნო ყუთთან, რაც კანონით, დაუშვებელია.

აქვე გეტყვით, რომ სოფელ განმუხურში არსებული კიდევ ერთი, 38-ე უბანი ანზორ მელიამ მოიგო. მან ამომრჩეველთა ხმებიდან უმრავლესობა 232 ხმა, ხოლო მამუკა წოწერიამ 176 ხმა მიიღო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...