“დაგამთავრებ ბიჭო!”- ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტს ქართული ოცნების კოორდინატორები დაუპირისპირდნენ

0
207

ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტ დავით მანიას ქართული ოცნების კოორდინატორები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საარჩევნო უბანთან მყოფ ოცნების კოორდინატორებს ხელში ამომრჩევლების სიები ეჭირათ, რაზეც დავით მანიამ ჰკითხა, თუ რა მონაცემები ჰქონდათ მათ. ამ კითხვამ ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.

“დაგამთავრებ ბიჭო”, – მიმართავდნენ ისინი ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე იყო პოლიცია, რომელსაც კოორდინატორების ქმედებებზე რეაგირება არ ჰქონია.

ფორმულას გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ მარტვილშიც.

31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

“გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე!” – ყვიროდა ახალგაზრდა კაცი.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

წინა სტატია„ნაცმოძრაობა” განსაკუთრებულად მობილიზებულია ზუგდიდში, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არა აქვთ – მდინარაძე
შემდეგი სტატიაიმედია, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური