ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტ დავით მანიას ქართული ოცნების კოორდინატორები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საარჩევნო უბანთან მყოფ ოცნების კოორდინატორებს ხელში ამომრჩევლების სიები ეჭირათ, რაზეც დავით მანიამ ჰკითხა, თუ რა მონაცემები ჰქონდათ მათ. ამ კითხვამ ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.
“დაგამთავრებ ბიჭო”, – მიმართავდნენ ისინი ჟურნალისტს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე იყო პოლიცია, რომელსაც კოორდინატორების ქმედებებზე რეაგირება არ ჰქონია.
ფორმულას გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ მარტვილშიც.
31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
“გადააგდე, თორემ გადაგატეხავ თავზე!” – ყვიროდა ახალგაზრდა კაცი.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.